საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტებით შესრულებული პროექტები

► N2-51-04(2004-2005)
„ეფექტური ანტისუბლიმაციური დანაფარი თერმოელექტრო გენერატორებში გამოყენებული საშუალო ტემპერატურული თერმოელექტრული მასალებისათვის“.

დამუშავდა ახალი, მინა-მინანქრის ტიპის ანტისუბლიმაციური დანაფარი, რომლის გამოყენებით მიიღწევა თერმოელექტროგენერატორების მუშაობის რესურსის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება.

► N2-42-02(2002-2003)
„თერმოელექტრული გენერატორებისათვის დიდი რესურსების მქონე სილიციუმ-გერმანიუმი-ვოლფრამი კომუტაციური გადასასვლელის დამუშავება“.

დამუშავდა დაბალი ენერგეტიკული დანაკარგების მქონე კომუტაციური გადასვლელი S0,8Ge0,2 თერმოელექტრული მასალისათვის, რომელიც უზრუნველყოფს თერმოელექტროგენერატორის სტაბილურ ექსპლუატაციას ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში700°C ტემპერატურაზე.

► N2-42(2000-2001)
„თერმოელექტრული მოდულის დამუშავება ორგანული საწვავისა და თერმული წყლების სითბოს ელექტროენერგიად გარდასაქმნელად“.

დამუშავდა თერმოელექტრული მოდული Bi-Sb-Te შენადნობები საფუძველზე, რომელის გამოყენებით შესაძლებელია სხვადსხვა სიმძლავრის ავტონომიური დენის წყაროების შექმნა.

► N2-53 (1999-2000)
„კრიოსორბციული ტუმბოს კონსტრუქციის დამუშავება“.

თბოენერგეტიკული და კინეტიკური პროცესების ფიზიკურ-მათემატიკური მოდელირება და სხვადასხვა დანიშნულების კრიოგენული დანადგარების კონსტრუქციის დამუშავება ზემაღალი ვაკუუმის მისაღებად. დამუშავდა კრიოსორბციული ტუმბოს ორიგინალური კონსტრუქცია. მისი გამოყენებით შესაძლებელია ზემაღალი ვაკუუმის მიღება (~10-9 მმ.ვწ.სვ).

► N1-34(1997-1998)
„სამეცნიერო-კვლევით სამუშაოსათვის საინფორმაციო-საპატენტო ძიებისა და ფიზიკო-მათემატიკური მოდელირების ჩატარება ინტერნეტის სააკადემიო ქსელის საშუალებით“.

პროექტის ფარგლებში დამუშავდა: ა) საქართველოში ენერგოდაზოგვის სახელმწიფოებრივი სისტემის მოდელი; ბ) თერმოელექტრული დენის ავტონომიური წყაროებისა და იგივე ტექნოლოგიის ბაზაზე უფრეონო მაცივრების ენერგო ბლოკის მოდული, გ) ულტრადისპერსიული ფხვნილების მიღების უნივერსალური ტექნოლოგია.