სსტც-ს (ISTC) გრანტებით შესრულებული და მიმდინარე პროექტები


► CSP-051 (ISTC – 2008-2009)
საკომუნიკაციო სისტემების განვითარება სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში


► K-1117 (2006-2008) (სფტი, ყაზახეთის უნივერსიტეტის ქიმიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი)
„მაღალი არეკვლის მქონე ახალი ელექტრო და თბო-გამტარებლობის მეტალიზებული პოლიიმიდური მასალების ტექნოლოგიის დამუშავება.
პროექტი მიზნად ისახავს პოლიამიდური ფირების არატრამვირებადი მეტალიზაციის ახალი ტექნოლოგიის შემუშავებასა და შექმნას, მათ დაფარვას პოლიამიდების ფუძეზე შექმნილი მაკრომოლეკულური ნარევებით, მაღალი ელექტრო და თბოგამტარული თვისებების მქონე სარკისებური ზედაპირიანი მასალების მისაღებად.

► G-1106 (2005-2008) (სფტი, მცენარეთა დაცვის სკი)
„საქართველოს ნიადაგებისა და მცენარეული საფარის რადიო-ნუკლიდებით (90Sr, 137Cs) დაჭუჭყიანების კვლევა და მონიტორინგი.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში სხვადასხვა ნიადაგებისა და მცენარეთა რადიონუკლიდებით დაჭუჭყიანების დონისა და გარემოს დაჭუჭყიანების კანონზომიერებების დადგენას, დაჭუჭყიანებული რაიონების კარტოგრაფირებასა და მიღებული რეზულტატების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავებას.

► G-762 (2003-2006)(სფტი, სამთო მექანიკის, ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტები)
„ნეიტრონული გამოსხივების წყაროების მაღალი შთამნთქმელი თვისებების მქონე მყარი და ელასტიური სტრუქტურული მასალების მიღების ტექნოლოგიების დამუშავება“. პროექტით გათვალისწინებულია რადიაციული გამოსხივების წყაროების ბარიერული კომპოზიციური მასალების მიღება. კომპოზიციის განიხილება ბუნებრივი დანამატები-დიატომოტი და ცეოლიტი, ხოლო ნეიტრონის შთამნთქმელ კომპონენტებად B4C და სხვადასხვა იზოტოპური შემადგენლობის ბორი. გათვალისწინებულია აგრეთვე მეტალური კომპოზიციის აფეთქებით კომპაქტური ნეიტრონ-შთამნთქმელი ნაკეთობის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება.

► G-697 (2002-2003)
„საქართველოს ჰელიონერგეტიკული რესურსების შესწავლა და მზის ენერგიის კადასტრის შექმნა“.

შექმნილია სრულმასშტაბიანი სამუშაო გეგმა, მოძიებულია ახალი კოლაბორატორები ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ში შედგა შეხვედრები კოლაბორატორებთან და შეთანხმდა კორექტირებული სამუშაო გეგმა.

► G-401 (2001-2002)
„კრიოგენული სორბციული ვაკუუმური ტუმბოს ტექნიკა და ტექნოლოგია“.

საერთაშორიო სამეცნიერო-ტენიკური ცენტრის - #G-027 პროექტის შედეგების საფუძველზე დამზადდა და გამოიცადა კრიოსორბციული ტუმბო CSP-1D მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით და მუშაობის რესურსით. ამოტუმბვის სიჩქარე 1,2 მ3.წ-1, სამუშაო ვაკუუმი 1.105-1.10-6 პა, თხევადი აზოტის ხარჯი 15 ლ/დღეღამეში.

► G-033 (1998-1999)
„იონ-იმპლანტაციური ნახევარგამტარიანი თბური ნეიტრონების დეტექტორების შექმნის ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება“.

დამუშავებულია ახალი კლასის ორიგინალური р-n გადასასვლენიანი თბური ნეიტრონების ნაკადების ინტენსიობის მაღალი 10%-ანი ეფექტურობის მქონე დეტექტორი. რეკომენდირებულია დეტექტორის სამრეწველო წარმოება.

► G-032 (1996-1997)
„სითბური ენერგიის ელექტრულში თერმოემისიური გარდამქმნელების ჟანგბადით იონ-იმპლანტირებული კოლექტორების მასალების შექმნა“.

დადგენლია ჟანგბადის იონებით იმპლანტირებული მეტალების ემისიურ-ადსორბციული თვისებების და ამ მასალებით შექმნილი ელექტროდებიანი სითბური ენერგიის ელექტრულში თერმოემისიური გარდამქნელის ელექტრული სიმძლავრის მართვადი გაზრდის კანონზომიერებანი და მექანიზმები.

► G-027 (1997-1998)
„თბოფიზიკური ამოცანების გადაწყვეტა ეფექტური კრიოგენული ვაკუუმური ტუმბოს დამუშავებისათვის“.

ჩატარებულ იქნა თეორიული გათვლები და საკონსტრუქტორო სამუშოები ეფექტური კრიოტუმბოების შესაქმნელად.

► G-025 (1996-1997)
„ცირკულაციური (თხევად-ლითონური) კონტურებიდან თბომატარებლის გაჟონვის კონტროლის უნივერსალური მეთოდის დამუშავება“.

დამუშავდა ცირკულაციური კონტურებიდან მუშა სხეულის გაჟონვის კონტროლის უნივერსალური მეთოდი, რომლითაც ხორციელდება საკონტროლო ზედაპირის მიმდებარე გარემოს (მილგამტარების შენადუღი ნაკერები, მისი არეები) მდგომარეობის უწყვეტი კონტროლი. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია გაზისა და ნავთობის მაგისტრალური მილსადენებიდან ენერგომატარებლების გაჟონვის მონიტორინგი.