სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი

სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს მრავალ სამეცნიერო ორგანიზაციასთან, როგორიცაა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი (ISTC), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში (STCU). აღნიშნული ორივე ორგანიზაცია შეიქმნა ამერიკის, ევროკავშირის და იაპონიის ურთიერთ შეთანხმებით მსოფლიოში ბირთვული იარაღის და ტექნოლოგიების გავრცელების შესაჩერებლად.
ინსტიტუტის პროექტები ფინანსდება აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტებით.