უსტც-ს (STCU) გრანტებით შესრულებული და მიმდინარე პროექტები

► Р560 STCU (2012-2013)
სამიზნეები მაღალტემპერატურული ზეგამტარი ფირებისათვის.


► #Р466 STCU (2012-2013)
რადიაციულად მოდიფიცირებული იონური იმპლანტირებული მასალები.


► #467 STCU (2011-2012)
SiGe-ს ფუძეზე მოცულობითი მონოკრისტალისა და ჰეტეროეპიტაქსიური სტრუქტურების დამუშავება ახალი ოპტოელექტრონული ხელსაწყოებისათვის.


► #434 STCU (2011-2012)
დნობადი მარილებისგან მყარი ალუმინის დანაფარის მიღებისათვის დაბალ-ტემპერატურული ელექტროქიმიური ტექნოლოგიის დამუშავება.


► #5251 (STCU/GNSF – 2010-2012)
მდგრადი სტრუქტურული მდგომარეობისა და მაღალტემპერატურული ზეგამტარული მახასიათებლების მქონე Y1-2-3 ტიპის კერამიკული კომპოზიციების მიღება და გამოკვლევა.


► G-4996 (STCU/GNSF – 2009-2011)
სილიციუმ-გერმანიუმის ნანოსტრუქტურული შენადნობების მიღება აფეთქებით კოპაქტირების ტექნოლოგიით და მათ ბაზაზე მაღალეფექტური თერმოელექტრული ბატარეების შექმნა.


► G-4655 /354 (STCU/GNSF – 2008-2010)
ჰელიოთერმოელექტროგენერატორის დამზადების ტექნოლოგიის დამუშავება და საცდელი ნიმუშის შექმნა.


► G-3997 (STCU/GNSF -2008-2010) (Ukraine/Georgia)
ეპიტაქსიური სტრუქტურების დამუშავება და კვლევა.


► Gr-75(j) (2004-2005)
უნივერსალური პროგრამული მოდულის შექმნა სხეულებში დაზიანებათა დაგროვების კინეტიკის შესწავლის მიზნით.

შეექმნილია ალგორითმი და კომპიუტერული პროგრამა, რომელის საშუალებით შესაძლებელია სტატისტიკურად დამუშავებული ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე გათვლილი იქნეს ხანგრძლივ მოქმედი ძალების დატვირთვის პირობებში მყოფი დეტალებისა და კვანძების სამუშაო რესურსი და საიმედობა.

► Gr-54(j) (2002-2004)
მცირე სიმძლავრის წყლის ტუმბო-ქარის ენერგეტიკული კომპლექსის ნიმუში.

დაპროექტებული, დამზადებული და გამოცდილია ეკოლოგიურად სუფთა ქარის ენერგიაზე მომუშავე წყლის სატუმბი მცირე სიმძლავრის კომპლექსის ნიმუში. დამუშავებული და დამზადებულია როტორული ტუმბო, რომელიც აკმაყოფილებს პროექტის მოთხოვნებს. მიმდინარეობს პროექტის შედეგების კომერციალიზაციის საკითხებზე მუშაობა.

► Gr-20(j) (2003-2005)
ეფექტური და რადიაციამედეგი თერმოელექტრული ელემენტების დამუშავება ბორის კარბიდისა (B4C) და სილიციუმ-გერმანიუმის (SiGe) შენადნობების ბაზაზე.

დამუშავებულია n - ტიპის Si0,7Ge0,3 და p-ტიპის B6,5C (11B – 98 %) შენადნობების ბაზაზე ბირთვული სითბოს პირდაპირ ელექტრულ ენერგიაში გარდამქნელის მაღალტემპერატურული რადიაციამედეგი თერმოელემენტი.